თავში

ამნისტიის პროექტების განხილვა გადაიდო

ამნისტიის პროექტების განხილვა გადაიდო
ამნისტიის პროექტების განხილვა გადაიდო

პარლამენტში წარდგენილი ამნისტიის პროექტების ბიუროზე ინიცირება და საკომიტეტო განხილვის პროცესის დაწყება რამდენიმე დღით - უქმე დღეების დასრულებამდე გადაიდო.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ამნისტიის პროექტები პირველივე ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება, რომელიც უქმე დღეების დასრულებისთანავე გაიმართება.

„საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეები. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შორის პარლამენტსაც ეხება უქმე დღეები. აქედან გამომდინარე, უქმე დღეების შემდეგ, უახლოესი ბიურო როცა ჩატარდება, აქვე დარეგისტრირდება როგორც „ქართული ოცნების“, ასევე ოპოზიციის მიერ დაინიცირებული კანონპროექტები ამნისტიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაეწერება დარგობრივ კომიტეტებს და მოხდება პირველი სააკომიტეტო მოსმენა ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების გამო, საპარლამენტო საქმიანობა შეჩერებული იქნება. არ გაიმართება პარლამენტის ბიუროსა და კომიტეტების სხდომები, რაც მიმდინარე კვირის საპარლამენტო აქტივობა უნდა ყოფილიყო და სავარაუდოდ, არც მომავლი კვირისთვის ჩასატარებელი პლენარული სხდომა.

4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system