თავში

"ამოვწურე თავი" - აბაშის საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარე გადადგა

"ამოვწურე თავი" - აბაშის საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარე გადადგა
ამოვწურე თავი - აბაშის საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარე გადადგა

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან მაკალათიამ, რომელიც მიმდინარე წლის 3 დეკემბერს აირჩიეს, თანამდებობა დატოვა. 

მისი თქმით, გუნდში დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და გადაწყვეტილება პირადად მიიღო.

"მიზეზი არაფერი, ამოვწურე უბრალოდ თავი, აბაშაში მუშაობა. მივიღეთ 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, 2022 წლის ახალი ბიუჯეტი, დავამტკიცეთ კომისიები და დავტოვე აღნიშნული თანამდებობა. სანამ საკრებულოს თავმჯდომარე გავხდებოდი, 4 წელი ვიყავი აბაშის მერი. შემდეგ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომ იყო რთული არჩევნები, "დავალაგეთ" საკრებულო, ავირჩიეთ კომისიები, მივიღეთ ბიუჯეტი და წამოვედი თანამდებობიდან. არანაირი დაპირისპირება გუნდში არ გვქონია", - განაცხადა მაკალათიამ "ფორმულასთან".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system