თავში

ანა დოლიძე თბილისის მერობის კანდიდატობას განიხილავს

ანა დოლიძე თბილისის მერობის კანდიდატობას განიხილავს
ანა დოლიძე თბილისის მერობის კანდიდატობას განიხილავს

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატობას განიხილავს.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებას მხოლოდ მხარდამჭერებთან ერთად მიიღებს.

"რა თქმა უნდა, მერობა არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევითი თანამდებობა, ეს არის ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის თანამდებობის პირი საქართველოში. ჭორები დადის უკვე ჩემზე და რა თქმა უნდა, ამ საკითხს განვიხილავ. მერობის კანდიდატურა ჩემთვის არის საფიქრალი, განსახილველი მხარდამჭერებთან ერთად, რადგან თუ მხარდაჭერა და ზურგი არ გაქვს აზრი არ აქვს რაღაცაზე ფიქრს", - განაცხადა ანა დოლიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system