თავში

ანა დოლიძე პარტიას აფუძნებს

ანა დოლიძე პარტიას აფუძნებს
ანა დოლიძე პარტიას აფუძნებს

ანა დოლიძე ხვალ პარტიას „ხალხისთვის“ აფუძნებს. ხვალვე დაგეგმილია პარტიის დამფუძნებელი ყრილობა. 

„ვქმნით სრულიად ახალი ტიპის პარტიას - „ხალხისთვის“.

„ხალხისთვის“ არის ისეთი სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, სადაც მთავარი ფასეულობაა ადამიანებისთვის აღდგენილი ღირსება და სოციალურ სამართლიანობაზე დამყარებული ერთობა, სადაც თითოეულ ადამიანს უწევს ფიქრი არა გადარჩენაზე, არამედ განვითარებაზე.

ჩვენ ვირჩევთ მმართველობის ისეთ გზას, სადაც სოციალური თანასწორობა არის სახელმწიფოს მთავარი მამოძრავებელი იდეა, სადაც შიმშილი არ იქნება ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა და თითოეულ ოჯახზე ზრუნვა იქნება არა მოვალეობა, არამედ გააზრებული პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე.

ჩვენ გვჯერა ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის და გვწამს, რომ შეგვიძლია ავაშენოთ კეთილდღეობის სახელმწიფო.

ამიტომ ვერთიანდებით შესაბამისი ფასეულობების, ხედვისა და კომპეტენციის პირები, ვინც ვიბრძოდით და დღესაც ვიბრძვით სამართლიანობისთვის და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. დარწმუნებულნი ვართ, ბევრ პროფესიონალთან ერთად, რომელიც იზიარებს ჩვენ ხედვებს, სწრაფი ნაბიჯებით შევძლებთ წინ წასვლას მთავარი მიზნის და ხალხის დაკვეთის შესასრულებლად,“ - აღნიშნავს „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system