თავში

ანა დოლიძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

ანა დოლიძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა
ანა დოლიძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს შეხვდა.

ელჩის რეზიდენციაში დიეგო კოლასმა და ანა დოლიძემ ისაუბრეს ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ საფეხურებზე. 

"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო გამეჟღერებია მოსახლეობის იმ ნაწილის პოზიცია, რომელიც არ მიაკუთვნებს თავს პოლარიზაციას, ანუ იმ შუა, ნეიტრალური 60 პროცენტის, რომელიც დიდი ხანია დაინტერესებულია, პოლიტიკოსების მხრიდან იყოს საქმის კეთება და არა პოლიტიკურ პროცესზე საუბარი. შეხვედრის დიდი ნაწილი დავუთმეთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას პერსპექტივას, მათ შორის ვიმსჯელეთ მართლმსაჯულების რეფორმის აუცილებლობაზე, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს პუნქტზე შარლ მიშელის გეგმაში. ასევე, ვისაუბრეთ იმ მიმართულებებზე, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა გაითვალისწინონ, რათა ქვეყანაში არსებული კრიზისი, რაც შეიძლება მალე გადაითარგმნოს საქმეში," - განაცხადა ელჩთან შეხვედრის შემდეგ ანა დოლიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system