თავში

ანა დოლიძემ პარტია დააფუძნა

ანა დოლიძემ პარტია დააფუძნა
ანა დოლიძემ პარტია დააფუძნა

ანა დოლიძემ პარტია, "ხალხისთვის" დააფუძნა. პარტიის პრეზენტაცია დღეს არტოს ბაღში გაიმართა.

დოლიძის განცხადებით, პარტიის მთავარი ფასეულობა ადამიანებისთვის აღდგენილი ღირსება და სოციალურ სამართლიანობაზე დამყარებული ერთობა იქნება.

"საქართველოში არის დაკვეთა რაციონალურ, ხალხის პრობლემებზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალაზე. პარტია ხალხისთვის იქნება სწორედ ასეთი ძალა - ის იქნება კონცენტრირებული მხოლოდ და მხოლოდ ხალხის პრობლემების გატანაზე და გადაწყვეტაზე. ამას ჰქონდა დიდი მხარდაჭერა დიდუბე-ჩუღურეთში და ამას ექნება დიდი მხარდაჭერა მოსახლეობაში. დღეს აქ, სულ მცირე, 300 ადამიანი უნდა ყოფილიყო, მოვიდა 400-ზე მეტი ადამიანი. ისინი არიან ამ პარტიის დამფუძნებლები. ეს იქნება პარტია, რომელიც კონცენტრირდება მხოლოდ საქმეზე და იმაზე, რომ მოქალაქეების ცხოვრება წინ წავიდეს". - განაცხადა ანა დოლიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system