თავში

ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საქართველოში ჩამოვიდა

ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საქართველოში ჩამოვიდა
ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საქართველოში ჩამოვიდა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს ეწვია.

ანა ფოტიგა გლდანის ციხის საავადმყოფოში მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს.

პოლონელმა ევროპარლამენტარმა აეროპორტში ქართულ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"მნიშვნელოვანი მისია მაქვს და შეხვედრების შემდეგ გავაკეთებ კომენტარს", - თქვა ანა ფოტიგამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 43-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system