თავში

ანდრიუს კუბილიუსმა გიგი უგულავასთან ონლაინ შეხვედრა გამართა

​ანდრიუს კუბილიუსმა გიგი უგულავასთან ონლაინ შეხვედრა გამართა
ანდრიუს კუბილიუსმა გიგი უგულავასთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტის წევრმა და ლიტვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპული საქართველოს გენერალურ მდივან გიგი უგულავას გათავისუფლება მიულოცა.

მან უგულავასთან და პარლამენტის წევრ გიორგი კანდელაკთან ვირტუალურ ფორმატში შეხვედრა გამართა. საუბრისას კუბილიუსმა  8 მარტს ოპოზიციასა და მთავრობას შორის დადებული შეთანხმობის სრულიად განხორციელების, მათ შორის გიორგი რურუას გათავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

გიგი უგულავამ ანდრიუს კუბილიუსს საქართველოს დემოკრატიული განვითარების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა რომ საქართველო შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევმნების შემდეგ ევროკავშირთან უფრო აქტიურ დაახლოებას შეძლებს.

საუბრისას ასევე განიხილეს მომავალი საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო მონიტორინგის და ქვეყნის წინაშე მდგარი რისკების შემცირების გზები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system