თავში

ანზორ ბოლქვაძე: არ ვიცი რა ვუპასუხო ადამიანებს, ვინც ეს გაავრცელა

ანზორ ბოლქვაძე: არ ვიცი რა ვუპასუხო ადამიანებს, ვინც ეს გაავრცელა
ანზორ ბოლქვაძე: არ ვიცი რა ვუპასუხო ადამიანებს, ვინც ეს გაავრცელა

ნაციონალური მოძრაობის წევრმა მიშა ბოლქვაძემ Facebook-ზე ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც "ართლი ოცნების" დეპუტატუ ანზორ ბოლქვაძე რამდენიმე ადამიანთან ერთად ფიგურირებს. 

ვიდეო მათ რესტორანში ყოფნას ასახავს. მიშა ბოლქვაძის თქმით, პარლამენტის წევრი რესტორანში წვეულებაზე კომენდანტის საათის დროს იმყოფებოდა. 

ანზორ ბოლქვაძის განცხადებით, ვიდეო შარშანდელია, სადაც მისი შვილიშვილის დაბადების დღეა ასახული.

“არ ვიცი რა ვუპასუხო იმ ადამიანებს ვინც ეს გაავრცელა. ვიდეო არის შარშანდელი, ჩემი შვილიშვილის დაბადების დღეა ასახული, სადაც ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად ვარ რესტორანში.

ახლა კი ვარ ხულოში, სახლში. რეგულაციებს ვიცავთ”, – განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system