თავში

აპირებს თუ არა ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას - ნიკა მელიას კომენტარი

აპირებს თუ არა ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას - ნიკა მელიას კომენტარი
აპირებს თუ არა ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას - ნიკა მელიას კომენტარი

არც ძაგებას ვაპირებ და არც რაიმე სახით თანამშრომლობას, გამორიცხულია, - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლად არჩეული თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ პირებს.

მისივე თქმით, თუ ვინ არის ,,ნაციონალური მოძრაობის" რეალური წარმომადგენელი და ვინ არის პარტიის მმართველობაში, ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

,,ვანო მერაბიშვილი იყო შს მინისტრი, რომელმაც ბევრი კარგი რამ გააკეთა, მარტო პატრულის მაგალითს მოვიყვან შესაფასებლად. კრიმინალთან ბრძოლა იყო გამოცხადებული. ამ ნაწილში ბევრ სიკეთესთან ერთად, ბევრი მძიმე შეცდომა და მათ შორის დანაშაული იყო დაშვებული. ვთქვი, რას გავაკეთებდი მის ადგილას და ვფიქრობ, რომ ამ გადაუდგმელ ნაბიჯს თავადაც შეცდომად მიიჩნევს, არ მინდა ამაზე სპეკულირება. მაგრამ იმ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო.

პრაქტიკულად, ეს ადამიანი იმდენი ხანი იყო ციხეში, რამდენი წელიც იყო შს მინისტრი. ,,ქართულ ოცნებაში"  არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც 7 წელი კი არა, 7 დღე ვერ გაძლებს სამარტოო საკანში. ეს ყველაფერი ამ ადამიანს თავზე დაატყდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე მასთან ვაპირებ პარტიულ თანამშრომლობას. არც ძაგებას ვაპირებ და მაგრამ არც არავითარ შემთხვევაში რაიმე სახით რაიმე თანამშრომლობას ვაპირებ. გამორიცხულია. ის ამოცანები, რომელსაც ვუსახავ პარტიას, არ მოდის თანხვედრაში ჩემი და მისი ურთიერთობა. ეს ყველაფერი ხილული გახდება საზოგადოებისთვის - ვინ არის ,,ნაციონალური მოძრაობის" რეალური წარმომადგენელი და ვინ არა", – განაცხადა ნიკა მელიამ ,,ტვ პირველის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system