თავში

არ გამოვრიცხავ, შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლამდე გომელაური გადადგეს - ბოკუჩავა

არ გამოვრიცხავ, შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლამდე გომელაური გადადგეს - ბოკუჩავა
არ გამოვრიცხავ, შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლამდე გომელაური გადადგეს -  ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინათინ ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ საქართველოში შარლ მიშელის ვიზიტამდე, ვახტანგ გომელაური გადადგეს. 

მისივე თქმით, შარლ მიშელის ვიზიტი "ქართული ოცნებისთვის" მარტივი არ იქნება. 

"მე არ გამოვრიცხავ, რომ მის ჩამოსვლამდე ბატონი გომელაური უკვე გადამდგარი იყოს. ივანიშვილი ეძებს განტევების ვაცს, რომ სისხლიანი ხელები შეაწმინდოს, რომელიც სინამდვილეში არის ღარიბაშვილის და ასევე ივანიშვილის, რომელიც პასუხისმგებელია ღარიბაშვილის ქმედებებზე, რომლის ბედსაც ის ერთპიროვნულად განკარგავს,"-  განაცხადა ბოკუჩავამ "რუსთავი 2-ის" ეთერში. 

ცნობითვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მორიგი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 19 ივლისს ეწვევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system