თავში

არ მიმაჩნია რეალისტურად არც შერიგება და არც მონანიება - უგულავა

არ მიმაჩნია რეალისტურად არც შერიგება და არც მონანიება - უგულავა
არ მიმაჩნია რეალისტურად არც შერიგება და არც მონანიება - უგულავა

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, კოლექტიური მონანიება, რომელზეც სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა, შედეგის მომტანი არ იქნება.

მისი თქმით, კოლექტიური სინანული არის აბსურდი, შუა საუკუნეების ძალადობა და გამარჯვებულის მხრიდან დამარცხებულის დამცირება.

"მე სიტყვა შერიგებას, როგორც პოლიტიკური დისკურსის ნაწილს არ ვცნობ. მე არ მიმაჩნია რეალისტურად არც შერიგება და არც მონანიება. მე მიმაჩნია რეალისტურად შეთანხმება. შეთანხმებისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს შეთანხმება შედგეს. ვერაფერს ვერ მივაღწევთ, თუ ჩვენ მიზნად დავისახავთ, რომ ვიღაცამ კოლექტიურად რაღაცა მოინანიოს. კოლექტიური სინანული არის აბსურდი, შუა საუკუნეების ძალადობა და გამარჯვებულის მხრიდან დამარცხებულის დამცირება. კოლექტიური სინანული არ არსებობს არც რელიგიაში და არსად. ყველანაირი კოლექტიური სინანული მიგვიყვანს ინკვიზიციამდე", - განაცხადა გიგი უგულავამ "ტვ პირველთან".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system