თავში

არ მინდა პრეზიდენტმა ზურაბიშვლმა ისევ გამოიყენოს ოპოზიცია - ვაშაძე

არ მინდა პრეზიდენტმა ზურაბიშვლმა ისევ გამოიყენოს ოპოზიცია - ვაშაძე
არ მინდა პრეზიდენტმა ზურაბიშვლმა ისევ გამოიყენოს ოპოზიცია - ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმება, თუ სალომე ზურაბიშვილი მკაფიო და კრიტიკულ პოზიციას დააფიქსირებს მმართველი გუნდის მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებასთან დაკავშირებით.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მიწვეული ვიყავით პრეზიდენტთან შეხვედრაზე, მაგრამ უარი ვთქვით, რადგან არცერთი კრიტიკული განცხადება ამ დღეების განმავლობაში არ მოგვისმენია ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მონაწილე და გარანტი ამ შეთანხმების შესრულების იყო პრეზიდენტი ზურაბიშვილი და მას აქამდეც უნდა გაეკეთებინა განცხადება. თუ ის კრიტიკულ პოზიციას დაიჭერს, იქნება მკაფიო და სამართლიანი ამ პროცესში, მზად ვართ, ამის მერე შევხვდეთ. ნამდვილად არ მინდა მოხდეს ისე, რომ ოპოზიცია კვლავ გამოიყენოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, როგორც გამოიყენა ვეტოს დადების დროს, როცა ილუზია შექმნა, ვითომ ოპოზიციასთან კონსულტაცია გამართა, შემდეგ კი გადაწყვეტილება არ მიიღო. ცოტა ასეთი სუნი მცემს ამ შემთხვევაში. ქალბატონო სალომე, თუ გინდათ რეალურად ესაუბროთ ოპოზიციას, გადადგით ქმედითი ნაბიჯები და არა ის, რომ უბრალოდ შექმნათ ანტურაჟი, თითქოს. თქვენ რეალურად გაღელვებთ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების საკითხი საქართველოში. ის უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ „ქართული ოცნება“ უნდა დაუბრუნდეს შეთანხმებას, რომ მან დაარღვია ყველა საერთაშორისო პირობა ოპოზიციასთან. არაფერზე საუბარი და მერე კიდევ არაფრის გაკეთება, ეს არის ძალიან ცუდი. თუ ის რეალურ ნაბიჯს გადადგამს, მერე მზად ვარ შევხვდეთ. თუ ის მართლა ფიქრობს, რომ პრეზიდენტია და პრეზიდენტის ინსტიტუციის წარმომადგენელია, ის ესწრებოდა, მისი თანდასწრებით მე ვესაუბრებოდი შარლ მიშელს და ვუთხარი, რომ მისი გარანტიის ქვეშ ვაწერდი ხელს ამ შეთანხმებას. სად არის მისი განცხადება აქამდე? თუ უნდათ რომ პატივი ვცეთ, მათ პატივი უნდა სცეს ქართველ ხალხს. სხვა შემთხვევაში, პრეზიდენტის ინსტიტუცია და ზურაბიშვილი სხვადასხვაა ერთმანეთისგან" - განაცხადა ვაშაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system