თავში

არ მივცემთ "ქართულ ოცნებას" მოლაპარაკებების ჩაშლის შესაძლებლობას - ოპოზიცია

არ მივცემთ "ქართულ ოცნებას" მოლაპარაკებების ჩაშლის
არ მივცემთ ქართულ ოცნებას მოლაპარაკებების ჩაშლის შესაძლებლობას - ოპოზიცია

ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა "ლეიბორისტული" პარტიის ოფისში დასრულდა.

დღევანდელ შეხვედრაზე ლიდერების განხილვის თემა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების  გაგრძელების ფორმა იყო.

შეკრების დასრულების შემდეგ ლიდერებმა კომენტარები გააკეთეს და განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკებების ჩაშლის საფუძველს არ მისცემენ, ამიტომ სხვა ახალი პირობის დაყენებას არ აპირებენ.

"მიზეზს არ მივცემთ "ოცნებას" რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები, სხვა პირობას არ დავაყენებთ," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

"ლელოს", ლიდერის საბა ბუაძის განცხადებით კი, მათი პოზიცია უცვლელია და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დასხდებიან, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდეს.

როგორც ბუაძე განმარტავს, მოლაპარაკებებში ღარიბაშვილი ისედაც არ მონაწილეობდა და ამიტომ იმედს იტოვებენ, რომ მაგიდასთან მის ნაცვლად სხვა დაჯდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system