თავში

არ ვაპირებთ ჩავერიოთ ჩხუბში - ვახტანგ მეგრელიშვილი

არ ვაპირებთ ჩავერიოთ ჩხუბში - ვახტანგ მეგრელიშვილი
არ ვაპირებთ ჩავერიოთ ჩხუბში - ვახტანგ მეგრელიშვილი

არ ვაპირებთ ჩავერიოთ ჩხუბში, რომელიც მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტია "გირჩი" პარლამენტში გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც აქამდე აკეთებდა.

"ჩვენი პოზიცია თქვენ იცით. პარლამენტის სესიაზეც განცხადებებისას ვთქვით, რომ არ ვაპირებთ ჩავერიოთ ამ ჩხუბში, რომელიც მიმდინარეობს "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის. ჩვენ რასაც ვაკეთებდით იდეაში მაგის კეთებას გავაგრძელებთ პარლამენტში და ვინც ჩვენთან იქ ითანამშრომლებს, ეს იქნება "ნაციონალური მოძრაობა", ეს იქნება სტრატეგია, ნებისმიერი ოპოზიციური თუ პოზიციური პარლამენტარი, ყველასთან მზად ვართ სასაუბროდ საკითხებზე, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system