თავში

,,არა მგონია, მარტივად დათმონ" - ვახუშტი მენაბდე

,,არა მგონია, მარტივად დათმონ" - ვახუშტი მენაბდე
,,არა მგონია, მარტივად დათმონ - ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ წუთებში მიმდინარეობს, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

,,ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შესანიშნავი ჟესტით დაიწყო. შეხვედრა დაინიშნა არა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, რეზიდენციაში ან რომელიმე სასტუმროში, არამედ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში. შეხვედრას ფორმალურად ქვეყნის პირველი პირი მასპინძლობს. ამით ეს უფრო ერთობლივ მსჯელობას გავს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე თანასწორ მხარეებს შორის ვიდრე ეს იქამდე იყო. ეს თანასწორობა მუშაობს არა მხოლოდ საერთაშორისო სუბიექტებთან მიმართებით, არამედ ქვეყნის შიგნით არსებულ მხარეებს შორის. თანასწორობა კი ყველას მეტ ვალდებულებას გვაკისრებს. ეს პირველ რიგში ხელისუფლებას შეუქმნის დისკომფორტს და აიძულებს დაეშვას მთიდან, რომელიდანაც საუბრობს ხოლმე.

იქამდე შეხვედრას წინ უძღოდა მიშელის ზუსტი აქცენტები მართლმსაჯულებაზე, დემოკრატიაზე, პანდემიურ კრიზისზე. მეორე მხრივ მან ისაუბრა ფასილიტაციიდან მედიაციის პროცესზე გადასვლის შესახებ - ეს იყო მთავარი მინიშნება ევროკავშირის როლის ზრდაზე ამ პროცესში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირს დიდი ძალისხმევა აქვს ჩადებული ჩვენს ქვეყანაში, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე ლამის ერთადერთი დავრჩით ვიზეც რაღაც ტიპის იმედს ამყარებენ. არამგონია მარტივად დათმონ", - წერს მენაბდე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system