თავში

არაა მარტივი, ბიძინას რუსეთის კაცობა დაუმტკიცო - იაგო ხვიჩია

არაა მარტივი, ბიძინას რუსეთის კაცობა დაუმტკიცო - იაგო ხვიჩია
არაა მარტივი, ბიძინას რუსეთის კაცობა დაუმტკიცო - იაგო ხვიჩია

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს:

"პოსტ ბლოგი
(რუსული საქმე)
ჩემი აზრით, ამ ქვეყანაში არც ერთი მთავარი კაცი არ იყო რუსეთის კაცი.
როგორც ჩანს, არ ვირჩევთ ქართველები ეგეთებს. თუმცა ორივე (მოქმედი და ახლო წარსულის) ახლაც ერთმანეთს აბრალებს პუტინის აგენტობას.

მიშა რო პუტინს უყვარს ამის არავის არ სჯერა, თუმცა ზოგიერთს ისიც ესმის, რომ რუსული საქმის საკეთებლად ეს საერთოდაც არაა აუცილებელი.

ნებისმიერი ჩვენი შეცდომა ხომ ისედაც რუსული საქმეა.
მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მართლმსაჯულების და მმართველობის სისტემა საქართველოში მიშამ დანერგა, პუტინისტობაში მთავარი “ეჭვმიტანილი” მაინც ბიძინაა, რადგან ის ამ სისტემით აგრძელებს მმართველობას.

მიშა მთელი თავისი ინფრასტრუქტურით 10 წელზე მეტია ბიძინას პრორუსობის ტირაჟირებას აკეთებს და მაინც სათანადო ფასად ვერ “გაყიდა” ეს პროდუქტი.
საკმარის ადამიანს ვერ დააჯერა ეს ისტორია.
ხოლო ვინც ამაში არ გაჰყვა, ის მოიძულა.
ჩემი აზრით, არაა მარტივი, ბიძინას რუსეთის კაცობა დაუმტკიცო.
ის დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, წავიდა რუსეთში, იშოვა ფული, დაბრუნდა აქ და მას მერე სულ აქაა.
ქოცები ამბობენ 3 მილიარდი აქვს ქველმოქმედებაში ჩადებულიო.

ჩავთვალოთ მესამედითაა მართალი, მილიარდი ჩადო სადღაც სტარტაპში, რაღაც პროექტისთვის და შენ ამ პროექტის მიმართ სიძულვილს რო აბრალებ, რთული დასამტკიცებელია.

განა გამორიცხულია ასე იყოს, მარა ამის თქმაც დედის გინებასავითაა და თან ვერც ამტკიცებ, რო საგინებელია.
ნებისმიერ შემთხვევაში მოტივი მაინც ხო უნდა თქვა, თუ რატომ უნდა არჩიოს ბიძინამ რუსეთის და პუტინის ინტერესები საკუთარს?
ეს წლები, ამ კამპანიის საპასუხოდ, იგივეს შვრება ბიძინა, თან ამბობს, რომ მე არ დამიწყია, ნაცები ამას სულ აკეთებდნენ და ჩვენ მხოლოდ პასუხს ვცემთო.

რაც თავი მახსოვს, მტრობით და დაპირისპირებით ვიმართებით და მაგიტომაც ვცხოვრობთ სიღატაკეში.
სიღატაკეში ხალხის ცხოვრება და მათი გამათხოვრებით მართვა რუსული საქმეა, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მის საკეთებლად საერთოდაც არაა აუცილებელი პუტინი გიყვარდეს",
წერს იაგო ხვიჩია Facebook-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system