თავში

არაერთხელ უარვყავი ინფორმაცია კონფლიქტის არსებობის შესახებ - ეკატერინე ტიკარაძე

არაერთხელ უარვყავი ინფორმაცია კონფლიქტის
არაერთხელ უარვყავი ინფორმაცია კონფლიქტის არსებობის შესახებ - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ გავრცელებულ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირების შესახებ უარყოფს და აცხადებს, რომ ღარიბაშვილთან კონფლიქტი არ ჰქონია და ადგილი მეტად ენერგიულ კანდიდატს დაუთმო. 

ტიკარაძე არ ადასტურებს და არც უარყოფს, რომ ეს კანდიდატი ზურაბ აზარაშვილია. 

"არც ერთ ეტაპზე, არც მინისტრობის და არც წინა პერიოდში, მე პასუხისმგებლობიდან თავი არ ამიცილებია, ეს გამოჩნდება იანვარშიც, რადგან აქტიურად ვიქნები ჩართული ჯანდაცვის სფეროში. ეს არის ჩემი პროფესია და მიზანი, რომ საქართველოში თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ეფექტური, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ამ მიმართულებით აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას. ასევე, მე არაერთხელ უარვყავი კონფლიქტის არსებობის შესახებ და დღეს კიდევ ერთხელ უარვყოფ. ასპარეზი დავუთმე მეტად უფრო ენერგიულ კანდიდატს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system