თავში

"არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა"-მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დეტალებზე საუბრობს

"არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა"-მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დეტალებზე საუბრობს
არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა-მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დეტალებზე საუბრობს

"არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა"-ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. როგორც ვიცე-სპიკერმა განაცხადა, შეხვედრაზე იყო ჯანსაღი კამათი, რომელიც საარჩევნო სისტემის გარშემო არსებულ აზრთა სხვადასხვაობას უკავშირდება, თუმცა დაპირისპირება არ ყოფილა. მამუკა მდინარაძის თქმით ჯანსაღი კამათი არ ნიშნავს, რომ გუნდში განხეთქილებაა.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს. დღევანდელ სხდომაზე განხილვის თემა სწორედ ეს საკითხი იყო. გავრცელებული ინფორმაციით დისკუსია მწვავე იყო და ის დაპირისპირებაშიც კი გადაიზარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system