თავში

არანაირი გარიგება არ ყოფილა - კახა ქემოკლიძე

არანაირი გარიგება არ ყოფილა - კახა ქემოკლიძე
არანაირი გარიგება არ ყოფილა - კახა ქემოკლიძე

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, კახა ქემოკლიძე ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ მათი თანაგუნდელის, შოთა წურწუმიას არჩევას გამოეხმაურა და განმარტა, რომ მუნიციპალიტეტებს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი სჭირდება. 

მისივე თქმით, მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის გარიგებული.

„ქართული ოცნება“ გვადანაშაულებს სახელმწიფო გადატრიალებაში, კოკაინის მოხმარებაში, ჩვენი ქალი წარმომადგენლის მიერ კოკაინის გავრცელებაში, ბევრ აბსურდში, რაშიც თვითონ არიან გახლართულები. კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ყველა იმ შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ სხვის მაგალითებზე კი არ იყოს დამოკიდებული, თავად აძლევდეს მაგალითს, როგორ შეიძლება განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილობრივ მუნიციპალურ დონეზე.

არანაირი გარიგება, არათუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არამედ არავისთან არ არის. ძალიან მკაფიოდ, მათ შორის, ქმედებების დონეზე ვადასტურებთ, რომ არავისთან არ გვაქვს გარიგება. პირიქით, მუნიციპალიტეტებს სჭირდება სწორად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი. ჩემი აზრით, ჩხოროწყუ ამის კარგი მაგალითია, კარგია თუ „ქართლი ოცნება“ ამას სხვაგანაც გაითვალისწინებს“,- განმარტავს ქემოკლიძე.

ცნობისთვის, ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოს" წევრი შოთა წურწუმია აირჩიეს. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია "ქართული ოცნების" წევრებს.

ფაქტს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, სოზარ სუბარი, რომელმაც პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადგილი აქვს მოღალატეობრივ გარიგებას. მისი თქმით ენმ და გახარიას პარტია ერთი ძალის ორი განშტოებაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system