თავში

არავის ვეჯიბრები, ვარ ბედნიერი, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა - კალაძე

არავის ვეჯიბრები, ვარ ბედნიერი, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა - კალაძე
არავის ვეჯიბრები, ვარ ბედნიერი, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა - კალაძე

მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ IRI-ის კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

"აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ არავის არ ვეჯიბრები. მე ვიცი მოსახლეობის განწყობები ჩემს მიმართ და ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის ყოველდღიური ურთიერთობა, რაც მაქვს თბილისის მოსახლეობასთან, ფაქტობრივად, ყველა რაიონში. უამრავი შეხვედრა, რომელიც არ გამიწყვეტია მთელი ამ წლების განმავლობაში. ზოგადად, პოლიტიკოსისთვის რეიტინგი, მის მიმართ დამოკიდებულებები, განწყობები ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა, რასაც მე ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვგრძნობ ქალაქში გადაადგილებისას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს სიყვარული, ეს კეთილგანწყობა, რაც მოდის ამ ადამიანებისგან, დავუბრუნო მათ გაკეთებული საქმეებით, რითაც იამაყებს ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი", - განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system