
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლების მიმდინარე გაფიცვას ეხმიანება და დედაქალაქის მერს მიმართავს.
მისი თქმით, კალაძე კამერებთან პოზირებს და პრობლემის გადაჭრისკენ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.
"ოცნების პროპაგნადა: “გაფიცვები ყველგან ხდება”. ასეა, ხდება. მაგრამ არჩეული მერი არსად იქცევა იაფი პოპულისტივით, როცა:
- გაფიცულ ხალხს მოსყიდულ პროვოკატორებს უწოდებს;
- ტენდერის ჩავარდნას აბრალებს ფორმის ნაკლებობას, როცა მრავალმილიონიანი ტენდერები აქვს გაფორმებული პირდაპირი შესყიდვის წესით. მაგალითად მილანური ნაძვის ხე;
- გაფიცულ ადამიანებს ანაცვლებს სხვა პროფესიის მუშაკებით, ღამე გამოყავს სახლებიდან, ამუშავებს და ერთი მძიმე დაზიანებას იღებს;
- უგზავნის სუსს ოჯახის წევრებს;
- პოზიორობს კამერებთან", - ნათქვამია ხატია დეკანოიძის განცხადებაში.