თავში

არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია, კარგად ვხედავთ რა დგას მეორე მხარეს - კახა კალაძე

არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია, კარგად ვხედავთ რა
არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია, კარგად ვხედავთ რა დგას მეორე მხარეს - კახა კალაძე

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა. მისი თქმით, ქალაქის მთავრობას აქვს განვითარების ნაბიჯები გადადგმული, რაც უნდა გაგრძელდეს. 

კახა კალაძემ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

"იაქტიურეთ, მეგობრებო. თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თბილისის განვითარება შეუქცევადი პროცესი გახდეს. ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ იმ კარგი საქმეების გაკეთება, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის. ამ ქალაქის მომავლისთვის, რაც სჭირდება დედაქალაქს. მოლოდინი მაქვს, ქართული ოცნების გამარჯვების, ყველა მუნიციპალიტეტში. "ქართულ ოცნებას" აქვს ძალიან დიდი თანადგომა და არჩევანის გაკეთებაც ძალიან მარტივია. ძალიან კარგად ვხედავთ, მეორე მხარეს რა დგას, რა არის და რა განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის", - განაცხადა კახა კალაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system