თავში

არჩევნები და პოლიტიკა - რას ფიქრობს ხალხი

არჩევნები და პოლიტიკა - რას ფიქრობს ხალხი
არჩევნები და პოლიტიკა - რას ფიქრობს ხალხი

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის იმ ნაწილს  ასაჯაროებს, რომელიც არჩევნებსა და პოლიტიკაში მონაწილეობას ეხება.

კვლევის თანახმად: მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი მხარს უჭერს ქვეყანაში სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე ნოემბერში პარლამენტის მიერ ჩაგდებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული რესპოდენტების 64%-დან:

უმრავლესობას არ სჯერა, რომ ეს ე.წ. მაჟორიტარების ამბოხის გამო მოხდა.

31% ფიქრობს, რომ მიზეზი ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო.

25% კი მმართველი პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილებას მიაწერს.

გამოკითხვის თანახმად, შარშანდელის მსგავსად, წელსაც ძალიან მაღალია იმ რესპოდენტების რიცხვი - 79% - ვინც პოლიტიკაში ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის საჭიროებას ხედავს.

შეგახსენებთ, რომ კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 1,763 ადამიანი გამოკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2 პროცენტული პუნქტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system