თავში

არჩევნების შემდეგ ეს ოპოზიციის მთავარი ჩივილი იყო - სერგეენკო

არჩევნების შემდეგ ეს ოპოზიციის მთავარი ჩივილი იყო - სერგეენკო
არჩევნების შემდეგ ეს ოპოზიციის მთავარი ჩივილი იყო - სერგეენკო

არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მთავარი ჩივილი იყო, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა არც პოლიტიკურ და არც საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებაში ასეთი რამე არ ფიგურირებს, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკოს თქმით, ოპოზიციამ უარი განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბება რაიმე ტიპის დოკუმენტით დადასტურებულიყო და ახლაც ამ პოზიციაზე. 

"არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მთავარი ჩივილი იყო, რომ არჩევნები გაყალბდა. მათ მიიღეს შეთავაზება, რომ გაყალბება დოკუმენტურად დადასტურებულიყო ნებისმიერი სახით, ეს იქნებოდა საპარლამენტო კომისია, დამატებითი გამოძიება, ჩანაწერების ამოღება, თუ რაიმე სხვა. ისინი უარს ამბობდნენ და ახლაც ასეთ პოზიციაზე არიან, ეს ყველაფერი ობიექტურად იყოს შესწავლილი და აგრძელებენ ჩივილს, თუმცა არც პოლიტიკურ და არც საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებაში ასეთი რამე არ ფიგურირებს, რომ არჩევნები გაყალბდა. თუმცა, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაძლებლობით ისარგებლონ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system