თავში

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარეობაზე უარს იტყვის

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარეობაზე უარს იტყვის
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარეობაზე უარს იტყვის

ჩემთვის წარმოუდგენელია ვიყო თბილისის არჩეული მერი და თან პარტიის თავმჯდომარე - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თმით, ქალაქის არჩეულ მერს პარტიული თანამდებობა არ უნდა ეკავოს.

"მე მიმაჩნია, რომ როდესაც ხარ თბილისის არჩეული მერი, შენ პარტიულ თანამდებობას არ უნდა იკავებდე. მე მგონია, რომ პარტიულ თანამდებობაზე არ უნდა იყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის ნიშანი უნდა დაკარგო, იმიტომ, რომ გინდა არ გინდა ხარ სუბიექტური, ერთის მხრივ ხარ არჩეული მერი და მეორე მხრივ ხარ პარტიის თავმჯდომარე. ჩემთვის გაცილებით მეტია თბილისი, ეს პასუხისმგებლობა, ვიდრე პოლიტიკა, განსაკუთრებით პარტიული თანამდებობა. ჩემთვის წარმოუდგენელია ვიყო თბილისის არჩეული მერი და თან პარტიის თავმჯდომარე" - განაცხადა მელიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system