თავში

არჩევნებში სიძულვილის ენა, ზიზღი და აგრესია არავის უკვირს - ირაკლი კობახიძე

არჩევნებში სიძულვილის ენა, ზიზღი და აგრესია არავის უკვ
არჩევნებში სიძულვილის ენა, ზიზღი და აგრესია არავის უკვირს - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დედაქალაქსა და რეგიონებში გამოკრული ბანერების შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მათ ავტორებს შინაარსში ეთანხმება, მხოლოდ გამოხატვის კუთხით, მეორე საკითხია. 

მან თქვა, რომ არჩევბნების პერიოდში სიძულვილის ენის ტირაჟირება ორივე მხრიდან პარალელურად ხდება, და ეს სამწუხაროა. კობახიძემ სიძულვილის ენის გავრცელებაში სამი ტელევიზია და მათი ხელმძღვანელები დაადანაშაულა. 

"როგორც წინა არჩევნებში, ასევე ამ არჩევნებშიც სიძულვილის ენა, ზიზღი და აგრესია არავის უკვირს. ამ ყველაფრის მთავარი წყარო სამი კონკრეტული ტელევიზიაა, რომელიც მუდმივად აღვივებს სიძულვილის ატმოსფეროს ჩვენ ქვეყანაში. ყოველ შემთხვევაში ამას ცდილობენ და ნაწილობრივ წარმატებით გამოსდით. სამწუხაროა ეს ყველაფერი. მთავარი არის, რომ ეს არჩევნები ტარდება მშვიდობიან გარემოში და ჩვენთვის მთავარი ამოცანაა რომ შემდეგი ორი კვირაც ასეთი იყოს და არჩევნების დღეც ასეთივე მშვიდი იყოს. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ზოგი რაღაც შინაარსის ბანერზე იქნება გადაკრული, ზოგი რაღაც კომერციულზე, ეს არ ვიცი იმიტომ, რომ საერთოდ არანაირი ინტერესი არ გვაქვს ამ კუთხით.

რაც შეეხება თვითონ იქ გაჟღერებულ სლოგანს პირველი არის "არა ნაცებს", მეორე არის "არა ბოროტებას" და მესამე არის "არა ღალატს". რა თქმა უნდა, სამივე ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია და ვეთანხმები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system