თავში

არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს ტელეფონით ესაუბრა

არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს ტელეფონით ესაუბრა
არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანელ კოლეგას საჰიბა გაფაროვას ტელეფონით ესაუბრა. მხარეებმა გლობალური პანდემიის პირობებში ქვეყნების მიერ გადადგმული ძირითადი ნაბიჯები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები და ეკონომიკური ამოცანები განიხილეს.

"სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან. განვიხილეთ გლობალური პანდემიის პირობებში ჩვენი ქვეყნების მიერ გადადგმული ძირითადი ნაბიჯები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები და ეკონომიკური ამოცანები. საუბარი გვქონდა ასევე, პარლამენტების საქმიანობასა და ჩართულობაზე COVID19-ის წინააღმდეგ რეაგირების პროცესში.

მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას საქართველოს მხარდაჭერისთვის და აზერბაიჯანს ვუსურვებ კორონავირუსთან ბრძოლის წარმატებით დასრულებას,"-წერს არჩილ თალაკვაძე "ფეისბუქის" გვერდზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system