თავში

არჩილ თალაკვაძე მხარდამჭერებს მოუწოდებს, ნუ ჩაერთვებიან პროვოკაციებში

არჩილ თალაკვაძე მხარდამჭერებს მოუწოდებს, ნუ ჩაერთვებიან პროვოკაციებში
არჩილ თალაკვაძე მხარდამჭერებს მოუწოდებს, ნუ ჩაერთვებიან პროვოკაციებში

"ყველა ჩვენს მხარდაჭერს მოვუწოდებ ნუ ჩაერთვებიან პროვოკაციებში, ნუ უპასუხებენ ძალადობას ძალადობით, მშვიდად, დემოკრატიულად, თავისუფლად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სვანეთსა და მთელს საქართველოში ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა უნდა გაგრძელდეს.

„მინდა ჩვენი გუნდის სახელით, კიდევ ერთხელ, შევუერთდე პარტიის თავმჯდომარის სიტყვებს, როდესაც მან თქვა, რომ ქვეყანას ძალადობა, პროვოკაციები არ სჭირდება. ჩვენ გავატარეთ დემოკრატიული რეფორმები იმისთვის, რომ თავისუფალი, მაღალი სტანდარტების არჩევნები ჩავატაროთ. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების და ეს 54%-დან 64% -მდე არის სხვადასხვა რეგიონში. ამიტომ, რა თქმა უნდა, როდესაც მომავალზე ხარ ორიენტირებული, როდესაც საზოგადოება შენს გვერდით არის და გაქვს ქვეყნის განვითარების გეგმა, მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები გვჭირდება. ამიტომ, ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებ, ნუ ჩაერთვებიან პროვოკაციებში, ნუ უპასუხებენ ძალადობას ძალადობით, მშვიდად, დემოკრატიულად, თავისუფლად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება, ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“-განაცხადა თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system