თავში

არჩილ თალაკვაძე ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

არჩილ თალაკვაძე ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

პარლამენტის ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე გერმანიის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.

"გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ მიღწეულ პროგრესზე და შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს აქვს ასოცირების შეთანხმების მიხედვით. ელჩს მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის - ჰუბერტ ქნირში საქართველოს მეგობარი და გულშემატკივარია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ გერმანიის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system