თავში

არ გრცხვენიათ ეს სკამები ცარიელი რომ არის - ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას

არ გრცხვენიათ ეს სკამები ცარიელი რომ არის - ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას
არ გრცხვენიათ ეს სკამები ცარიელი რომ არის - ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას

არ გრცხვენიათ, ეს სკამები ცარიელი რომ არის, - ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლებმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს და პარლამენტში შევიდნენ. 

ოხანაშვილის თქმით, ოპოზიცია შარლ მიშელის ჩართულობით შექმნილი დოკუმენტის აღსრულების შეფერხებას ცდილობს. 

"არ გრცხვენიათ, რომ კოლეგებმა ვალდებულება აიღეს, რომ სამშაბათიდან პლენარულ სხდომებს დაესწრებოდნენ, მიიღებდნენ მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში და ეს სკამები რომ ცარიელია, მათ ნაცვლად არ გერიდებათ? ეს უფრო მგონია სამარცხვინო, რადგან ევროკავშირის ეგიდით, შარლ მიშელის ჩართულობით შექმნილი დოკუმენტის აღსრულების შეფერხებას ცდილობთ", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system