თავში

არც ნაოჭები მაქვს და არც თმა მცვივა, წყენას გულში არ ვინახავ - სააკაშვილი

არც ნაოჭები მაქვს და არც თმა მცვივა, წყენას გულში არ ვინახავ - სააკაშვილი
არც ნაოჭები მაქვს და არც თმა მცვივა, წყენას გულში არ ვინახავ - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის წყენას გულში არ ინახავს და სწორედ ამის შედეგია, რომ მას არც ნაოჭები აქვს და არც თმა სცვივა. 

სააკაშვილის თქმით, ის ჯერ კიდევ კარგ ფორმაშია. 

“ნებისმიერი ადამიანი, ვინც არის "ოცნებაში" და როგორც კი აღარ იქნებიან იმ მდგომარეობაში, როდესაც მზად არიან, რომ საკუთარი ხელით გაგვგლიჯონ, მე არავითარი წყენა არ მექნება. ხო ხედავთ, ბევრი ნაოჭები არ მაქვს და რატო არ მაქვს, თუ იცით? საერთოდ გულში წყენას არ ვინახავ და თმებიც არ დამცვივდა ჯერ. ბოდიში, არავის მინდა ვაწყენინო, ვისაც დასცვივდა. ჯერ კიდევ ნორმალურ ფორმაში ვარ, სწორედ იმის გამო, რომ საერთოდ არ ვინახავ გულში წყენას- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი "მთავარ არხთან". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system