თავში

არც ვიცი ელისაშვილი ვის თამაშს თამაშობს - მეგრელიშვილი

არც ვიცი ელისაშვილი ვის თამაშს თამაშობს - მეგრელიშვილი
არც ვიცი ელისაშვილი ვის თამაშს თამაშობს - მეგრელიშვილი

ჩვენ, ჩვენს თამაშს ვთამაშობთ, ელისაშვილი არც ვიცი ვის თამაშს თამაშობს, ჩემთვის მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მე რაც მინდა ის უნდა მივიღო, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, საჭიროა დიალოგის გაგრძელება, რისთვისაც ის ელისაშვილსაც შეუთანხმდება და ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსსაც. 

"პირველ რიგში, ახლა მთავარია გავარკვიოთ, რა ხდება ოპოზიციაში იმიტომ, რომ მე რაღაცნაირად არ მესმის, რა ხდება ოპოზიციაში. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ მოდი ლაპარაკი გავაგრძელოთ, ანუ ლაპარაკის გასაგრძელებლად მე ელისაშვილსაც შევუთანხმდები და ნებისმიერს შევუთანხმდები. ჩემი პოზიცია არის ის, რომ გვჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება პროპორციული არჩევნების ბარიერის დასაწევად. ამისთვის პირველ რიგში, "ნაციონაურ მოძრაობასთან" მეგობრობა მჭირდება. 

ჩვენ, ჩვენს თამაშს ვთამაშობთ, ელისაშვილი არც ვიცი ვის თამაშს თამაშობს, მე მგონია, რომ ისიც თავის თამაშს თამაშობს, თუ ასეა გამიხარდება, თუ სხვის თამაშს თამაშობს, დიდად არ მეწყინება, ჩემთვის მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მე რაც მინდა ის უნდა მივიღო", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system