თავში

დღეს პარლამენტში გიორგი გახარიას ისევ მოუსმენენ

დღეს პარლამენტში გიორგი გახარიას ისევ მოუსმენენ
დღეს პარლამენტში გიორგი გახარიას ისევ მოუსმენენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში დღესაც მივა.

გიორგი გახარიას დეპუტატები 14:00 საათზე ინტერპელაციის წესით მოუსმენენ.

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ოპოზიციის მოთხოვნით მიდის.

დეპუტატების კითხვები მთავრობისთვის უკვე გადაგზავნილია, რომელიც, ძირითადად, ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმას ეხება.

ცნობისთვის, დეპუტატებმა გიორგი გახარიას მიმდინარე კვირაში უკვე მოუსმინეს. 27 მაისს გიორგი გახარიამ დეპუტატებს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. 

ამასთან, გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში ივნისშიც მივა. პრემიერ-მინისტრი მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system