თავში

ასეთ პირობებში "ნამახვანჰესი" ვერ აშენდება - უგულავა

ასეთ პირობებში "ნამახვანჰესი" ვერ აშენდება - უგულავა
ასეთ პირობებში ნამახვანჰესი ვერ აშენდება - უგულავა

ასეთ პირობებში "ნამახვანჰესი " ვერ აშენდება. ძალის გამოყენებით არაფერი გამოვა - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას თქმით, პროცესი უნდა შეჩერდეს და ყველანაირი ძალის გამოყენების გარეშე, კომპანიამ ადგილობრივი მოსახლეობა ეკოლოგიურ საკითხებში მეტად უნდა დაარწმუნოს და თუ საჭირო იქნება, მეტი კომპენსაციაც უნდა გადაუხადოს. 

"ახლა რა სიტუაციაც გვაქვს, "ნამახვანჰესი" არ აშენდება და საქართველოს, სამწუხაროდ, აქვს ამის დიდი გამოცდილება, რომ შეიძლება, ერთი მხრივ, მისასალმებელი პროექტი ხელისუფლების არასწორი მართვის, სიხარბის, სიწუწკის, გაუმჭვირვალობის, კორუფციისკენ მიდრეკილების გამო, აღარ გაკეთდეს. დღეს სრულიად ცალსახაა, როდესაც აღარ დარჩა პარტნიორი ადამიანი ადგილზე ამ კომპანიას და ხელისუფლებას, ასეთ ვითარებაში ჰესი ვერ აშენდება. ეს არ არის პატარა ქოხი! ჰესი, რომელსაც იქ მცხოვრები ადამიანების უდიდესი უმრავლესობა არ უჭერს მხარს, ვერ გაკეთდება. ჩემთვის მთავარია ერთი საკითხი - კერძო მესაკუთრეები, რომლის უფლებები არის აბსოლუტური. მთავარი ის კი არ არის, ხელისუფლებასთან და პოლიციასთან ირბინოს ამ კომპანიამ, თუ კომპენსაციის საკითხია, ხალხს მეტი ფული შეჰპირდეს, იმიტომ, რომ ადამიანები იქ საუკუნეებია ცხოვრობენ და აყრა უწევთ. ამიტომ არა სპეცრაზმის, არა გაზის, არა წყლის ჭავლის და რაღაც უბედურებების ენით, არამედ, ჩვეულებრივი ადამიანური ენით უნდა შეთანხმდეს ორი მხარე, მათ შორის, თანხებთან დაკავშირებით. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩემთვის იქ მთავარია კერძო საკუთრება და არა რაღაც გაუგებარი ლოზუნგები, რომელსაც ხელისუფლება და კომპანია გვეუბნება. ასეთ პირობებში ჰესი ვერ აშენდება. ეს უნდა გაჩერდეს, ჩაცხრეს და მერე რაციონალურად უნდა დაჯდეს ეს კომპანია და არა პოლიცია და სახელმწიფო და ამ ადამიანებს თუ საჭიროა მეტი კომპენსაცია მისცეს, მეტად დაარწმუნოს ეკოლოგიურ საკითხებში. ასე ძალით არაფერი გამოვა", - განაცხადა უგულავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system