თავში

ასეთ შემთხვევაში ჩვენ გავალთ პარლამენტიდან - მამუკა ხაზარაძე

ასეთ შემთხვევაში ჩვენ გავალთ პარლამენტიდან - მამუკა ხაზარაძე
ასეთ შემთხვევაში ჩვენ გავალთ პარლამენტიდან - მამუკა ხაზარაძე

მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, რომ აპირებს მოსამართლეების დანიშვნის გაგრძელებას, ესაა უხეში დარღვევა იმ შეთანხმების, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ხაზარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, რომ იმ შემთხვევაში თუ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, პარლამენტიდან გავიდნენ და ქართული ოცნება მარტო დატოვონ. 

„მე ვგულისხმობ შარლ მიშელის დოკუმენტს. ესაა ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაციის უგულებელყოფა და მინდა გავაჟღერო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ინიციატივა და ვთხოვო ოპოზიციას, რომ გაიზიაროს ეს ინიციატივა და თუ „ქართული ოცნება“ მსგავსი მეთოდით დაიწყებს ამ საკითხის ფორსირებას, ანუ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს... მინდა მოვუწოდო სრულიად ოპოზიციას, რომ ჩვენ გავალთ პარლამენტიდან და დარჩებით მარტო“, - განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელოს“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ის გზავნილს გაუგზავნის აშშ-ის ელჩს და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ასევე შარლ მიშელს. „ქართული ოცნების“ მოსამართლეების საკითხისადმი მიდგომა არის ქვეყნის ხვალინდელი დღის ღალატი“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system