თავში

"ასეთი ერთგულება ვიცი"- ლუკა კურტანიძე პოლიტიკიდან წავიდა

"ასეთი ერთგულება ვიცი"- ლუკა კურტანიძე პოლიტიკიდან წავიდა
ასეთი ერთგულება ვიცი- ლუკა კურტანიძე პოლიტიკიდან წავიდა

ყოფილმა სპორტსმენმა და უკვე ყოფილმა პოლიტიკოსმა, ლუკა კურტანიძემ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის მე-8 დღეს თავადაც დატოვა პოლიტიკა და განმარტა, რომ მან ასეთი ერთგულება იცის.

კურტანიძე, პოლიტიკიდან წასვლის მიზეზებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს.

"ისტორიული ქველმოქმედების მეფე წავიდა პოლიტიკიდან სადაც უძლიერესი ვიყავი მის გვერდზე როგორც ერთგული თანამებრძოლი და აღფრთოვანებული მისი იდეით/საუკუნეების მანძილზე. ... ქართული ოცნების ასრულების / ენით გამოუთქმელი ურიცხვი სიკეთის რეალური მთესველი ერის კაცი ბიძინა ივანიშვილი!!! ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება ზუსტად 12 წელის შემდეგ მივდივარ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ველიდან.... არცერთი პარტიის განცხადება იქნება თუ პოლიტიკური აქტიურობა იქ მე ლუკა ელდარი კურტანიძე არ ვიქნები! არც ფიზიკურად და არც განცხადებით! ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან... რამეთუ ვთვლი რომ ჩემი მისია თუნდაც სიცოცხლის ფასად ვყოფილიყავი პოლიტიკაში ისეთი ფორმით როგორც ვმოქმედებდი, ამოიწურა! რამოდენიმე წლის წინ ინტერვიუში ვვთქი, როცა ერის კაცი ბიძინა ივანიშვილი წავა პოლიტიკიდან მეც მისი უღალატო თანამებრძოლი და მეგობარი ლუკა ელდარი კურტანიძე დავასრულებ პოლიტიკურ აქტივობას. ...! დიახ დღეს ეს დროც დადგა ...! მადლობა უფალს და თითოეულ იმ ადამიანს ვინც იყო იმედი, ძალა და ნუგეში ყოველი ხვალინდელი დღის,! მადლობა ვისაც სჯეროდა ჩემი გულწრფელი სუფთა ბრძოლის სამშობლოსთვის! დიახ მე როგორც წლების წინ ვიყავი შემრიგებელი გამაერთიანებელი ყველასთვის იქ ვბრუნდები! საქართველოს გამარჯვების სიხარულით გავაერთიანებ ყველას... გავზრდი მომავალ თაობას სადაც ძმობა ურთიერთ გატანა და სამშობლო საქართველოს უსაზღვრო სიყვარული იქნება! ვიქნები იმ სფეროში სადაც ყველას სიყვარულით სავსე მსახური ვიქნები! მე ასეთი ერთგულება მასწავლა უფალმა! ხვალ ნათლისღებაა და ყველას თითოეულ მოქალაქეს ადამიანს მეგობარს თუ მოწინაღმდეგეს მუხლმოყრილი შენდობას ვითხოვ და გწამდეთ თქვენი მსახური ვიქნები ჩვენი სამშობლო საქართველოსთვის! შიგნით გულში და სულში ვილოცებ და საქმით ქმედებით ყველასთვის/ მიუხედავად მათი პარტიულობისა მრწამსისა თუ აზრთა სხვადასხვაობისა/ რომ ასრულდეს ჩვენი ერისთვის, იდეა! რომელსაც ჰქვია და მყარი საძირკველი ჩაუყარა ერის კაცმა ბიძინა ივანიშვილმა ასრულდეს ყველასთვის ..... ქართული ოცნება.....! ამინ..... გამარჯვებული მივდივარ საერთო გამარჯვებისთვის!", - წერს კურტანიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system