თავში

აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს
აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

NDI-ის დასკვნაში სამოქალაქო საზოგადოება წინასაარჩევნოდ რესურსების ბოროტად გამოყენებასა და ამომრჩეველთა დაშინებაზე საუბრობს, - ამის შესახებ განცხადებას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საარჩევნო რეფორმას ფართო მხარდაჭერა აქვს და აშშ-ის საელჩო დაეხმარება საქართველოს, ჩაატაროს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნები.

"NDI-ის ახალ დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საარჩევნო რეფორმებს ფართო მხარდაჭერა აქვს, ვინაიდან ის წვლილს შეიტანს უფრო მრავალფეროვანი და პოლიტიკურად დაბალანსებული კანონმდებლობის შექმნაში, თუმცა, დოკუმენტში, ასევე, საუბარია სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაფიქსირებულ ხარვეზებზე ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, ამომრჩეველთა დაშინებისა და პოლიტიზებული სასამართლოს კუთხით. NDI-ს ხელმძღვანელმა პირებმა და არჩევნების ანალიტიკოსებმა დღეს ელჩ დეგნანთან და სხვა დიპლომატებთან ერთად საქართველოს საარჩევნო სისტემის უახლესი ანგარიში განიხილეს. NDI-ს ღრმა ექსპერტული ცოდნა, რომელსაც USAID უჭერს მხარს, არსებითი ნაწილია აშშ-ის საელჩოს ფართო ძალისხმევისა, დაეხმაროს ქართველ ხალხს დამსახურებული თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში." - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system