თავში

"აშშ-მა სანქციები დაუწესა საქართველოში რეგისტრირებულ 3 კომპანიას" - ნონიაშვილი

"აშშ-მა სანქციები დაუწესა საქართველოში რეგისტრირებულ 3 კომპანიას" - ნონიაშვილი
აშშ-მა სანქციები დაუწესა საქართველოში რეგისტრირებულ 3 კომპანიას - ნონიაშვილი

"მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებას ამ კომპანიებისთვის ყურადღება მანამდე მიექცია, სანამ აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტი დაასანქცირებდა", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტმა დაუწესა სანქციები 3 კომპანიას, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული. 

ნონიაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ვინ დგას აღნიშნული კომპანიების უკან.

"მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებას ამ კომპანიებისთვის, რომლებიც ირანის თავდაცვას ამერიკულ ტექნიკას აწვდიდნენ, ყურადღება მანამდე მიექცია, სანამ აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტი დაასანქცირებდა. მათი მფლობელები არიან ლევან კოტიაშვილი, ირაკლი კოტიაშვილი და ნინო ჯულაყიძე. ეს არის ერთი ოჯახი, მათი სახელები სინამდვილეში არაფერს არ გვეუბნება, არანაირი ინფორმაცია არ იძებნება და რა თქმა უნდა, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს. მნიშვნელოვანია გაირკვეს, რეალურად ამ კომპანიების უკან ვინ დგას, რომელიც ირანის თავდაცვის ძალებს აწვდიდა ამერიკულ ტექნიკას. ეს ჩვენი საგარეო ინტერესებისთვისაც მნიშვნელოვანია, ჩვენ აშშ პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა ვართ და ცხადია მნიშვნელოვანია, რომ აქამდე მიექცია ჩვენს ხელისუფლებას ყურადღება ამ კომპანიებისთვის და არ მას შემდეგ, რაც აშშ სავაჭრო დეპარტამენტი ამ კომპანიებს სანქციებს დაუწესებდა. თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ ჩვენმა ფინანსთა და საშემოსავლო უწყებებმა გაარკვიონ ან გაერკვით ეს კომპანიები რას საქმიანობენ და რითი ოპერირებენ",  - განაცხადა ნონიაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system