თავში

აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღდგენა - კახა კუჭავა

აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების
აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღდგენა - კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ევროპის საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მან სხვა საკითხებთან ერთად სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შესუსტებაზე და პოლიტიკური პოლარიზაციის ხარისხის დაწევის აუცილებლობაზე ისაუბრა 

მისი განცხადებით კოვიდ პანდემიამ დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობაზე და დღესდღეობით პოლარიზაცია განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა. 

"მაშინ, როდესაც ჩვენ ამბიციურ სამომავლო მიზნებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მმართველობის სისტემები არსებითი საფრთხეების წინაშე დგანან. ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალური პოლიტიკური რიტორიკა დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის რეალურ გამოწვევას წარმოადგენს და მთლიან საზოგადოებას ვნებს. აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღდგენა და დემოკრატიული განვითარებისთვის ხელახალი ენერგიის მიცემა. 

ჩვენ შეიძლება, ვერ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს ცალკეულ თემატურ საკითხებზე. ეს ნორმალური და საჭირო უთანხმოებაა, რაც დემოკრატიას ამოძრავებს. თუმცა, გასული ათწლეულის განმავლობაში პოლარიზაციის ჯერ არნახული ხარისხის მომსწრე გავხდით. 

COVID 19-ის პანდემიამ გავლენა მოახდინა ბევრი ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობაზე, ვირუსთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა დამატებით შეუწყო ხელი პოლიტიკური პოლარიზების ზრდას. პოლარიზაცია დღესდღეობით განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა, საზოგადოებრივ დაყოფას კი ბოლო არ უჩანს. ჩემი ქვეყანა ამ მხრივ არ არის გამონაკლისი", - განაცხადა კახა კუჭავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system