თავში

ჩუგოშვილი: ეს არის მცდარი მესიჯი, რომლითაც შეიძლება დელეგაცია წავიდეს აშშ-ში

ჩუგოშვილი: ეს არის მცდარი მესიჯი, რომლითაც შეიძლება დელეგაცია წავიდეს აშშ-ში
ჩუგოშვილი: ეს არის მცდარი მესიჯი, რომლითაც შეიძლება დელეგაცია წავიდეს აშშ-ში

ეს არის მცდარი მიდგომა და მესიჯი, რომლითაც შეიძლება დელეგაცია წავიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, - ასე შეაფასა პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის და საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

"ამ დროისთვის საჯარო განცხადებები რაც ისმის, არის ის, რომ კონგრესმენები არ არიან ინფორმირებული. ეს არის უკიდურესად დიდი შეცდომა ხელისუფლების მხრიდან, ეს არის მცდარი მიდგომა და მესიჯი, რომლითაც შეიძლება დელეგაცია წავიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუ ეს არის მხოლოდ მათი სათქმელი, რომ ისინი არ არიან ინფორმირებული, რაც არასწორია, საინტერესოა რა პასუხებით დაბრუნდებიან იქიდან", -განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს აშშ-ს ეწვევა, ხვალ კი შტატებში საპარლამენტო დელეგაცია ჩავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system