თავში

აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს ხვალ ეწვევიან

აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს ხვალ ეწვევიან
აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს ხვალ ეწვევიან

თბილისში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი მინისტერიალი გაიმართება. ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დედაქალაქს ხვალ ეწვევიან. ასეთი ტიპის შეხვედრა უკვე შვიდჯერ გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრები სამმხრივი თანამშრომლობის არსებულ დღის წესრიგს განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებებს. მინისტრები ერთობლივ განცხადებასაც მოაწერენ ხელს.

აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system