თავში

ბაქრაძე: ჩვენ ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა

ბაქრაძე: ჩვენ ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა
ბაქრაძე: ჩვენ ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა

დღეს ჩვენ ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ზესტაფონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიგი წერეთლის წარდგენისას განაცხადა. 

მისი თქმით, "ევროპული საქართველოს" მიზანია ნაკლები ჰქონდეს მთავრობას და მეტი ხალხს.

"ყველამ იცით, რომ დღეს ქვეყანაში არის უკიდურესი გაჭირვება, იზრდება ფასები, წამლებზე და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, გაზრდილია კრიმინალი და როდესაც ქართული ოცნების ლიდერი ამბობდა, რომ კრიმინალმა მხოლოდ ტელევიზორში მოიმატა, ეს იმიტომ, რომ ის ქუჩებში არ გადის და ამას ვერ ხედავს. 

ეს ყველაფერი, უმუშევრობა, სიღარიბე, გაზრდილი ფასები და კრიმინალი არის ჩვენი მთავარი გამოწვევა ამ არჩევნებზე ქართული ოცნების დამარცხებასთან ერთად დავამარცხებთ ამ პრობლემებსაც. დღეს ჩვენ ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა, ვართ ქვეყანა,სადაც მთავრობა ცხოვრობს კარგად, ხოლო ხალხი ცუდად, ხოლო ჩვენი მიზანია, რომ ეს შეცვცვალოთ, რათა ნაკლები ჰქონდეს მთავრობას და მეტი ჰქონდეს ხალხს," - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system