თავში

ბაქრაძე: ვრჩებით საერთო შეთანხმების ერთგული

ბაქრაძე: ვრჩებით საერთო შეთანხმების ერთგული
ბაქრაძე: ვრჩებით საერთო შეთანხმების ერთგული

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციურ ერთობას და არჩევნებში ოპოზიციის საერთო გამარჯვებას დააყენებს უფრო წინ, ვიდრე მის ვიწროპარტიულ ინტერესს,"- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბაქრაძე “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ისანში მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატის შესაძლო დაყენების საკითხს გამოეხმაურა.

"ჩვენ, "ევროპული საქართველო", შემიძლია ხაზგასმით და გადაჭრით გითხრათ, ვრჩებით საერთო შეთანხმების ერთგული, ვრჩებით საერთო კანდიდატების ერთგული და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოპოზიციამ ერთიანი ფრონტით იბრძოლოს თბილისში. იმედი მაქვს, “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც დიდი ოპოზიციური პარტია, კარგად გაიაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ მისი პარტიული ამომრჩევლის, არამედ, ზოგადად, ქართველი ამომრჩევლის და ამ ქვეყნის მომავლის წინაშე,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system