თავში

ბარამიძე: ტყუილად ნუ დაიწყებენ მხიარულ ჟივილ-ხივილს

ბარამიძე: ტყუილად ნუ დაიწყებენ მხიარულ ჟივილ-ხივილს
ბარამიძე: ტყუილად ნუ დაიწყებენ მხიარულ ჟივილ-ხივილს

"ზრთა სხვადასხვაობა არის და ეს ნორმალურია, რადგან სხვადასხვა პარტიები ვართ,"-  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

ამით ის "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

"ამის დრამატიზირებას ნამდვილად არ მოვახდენდი. არაფერი გასახარი "ქოცებს" არ აქვთ და ტყუილად ნუ დაიწყებენ მხიარულ ჟივილ-ხივილს.

ჩვენ ვართ განსხვავებულთა ერთობა. "ქოცების" რეჟიმის მდგომარეობის სირთულეს ისიც ასახავს, რომ არა მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ , არამედ სხვა უამრავი პარტია, რომლებიც კიდევ უფრო რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ყველა ერთხმად ამბობს, რომ ეს პუტინისტური რეჟიმი მშვიდობიანად, არჩევნების გზით, აუცილებლად ჩამოვაცილოთ ხელისულებასო. აი, ეს არის მთავარი. აზრთა სხვადასხვაობა ხშირად ერთ პარტიაშიც კი არის და ეს ნორმალურია. მთავარია, ეს როგორ განიხილება. უნდა იყოს ყოველთვის საქმიანად, ურთიერთპატივისცემით და პასუხისმგებლობით ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. იმის გაცნობიერებით, თუ რა მოვალეობები გვაქვს, როგორც არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებსაც მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, ვიდრე რიგით ადამიანს. შესაბამისად, თუ ასე მოვიქცევით, ნებისმიერი დისკუსია ნორმალურია. ამაზე მსჯელობაც აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვის რა აზრი აქვს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერს საქართველოს მოქალაქეები, ამომრჩეველი გადაწყვეტს, თუ ვის, რა როლი, როგორ დაეკისრება, ვის ექნება მეტი ნდობა და პასუხისმგებლობა," - განაცხადა ბარამიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system