თავში

ბატონი კუჭავა უკვე მეორედ არღვევს კანონს - მამუკა ხაზარაძე

ბატონი კუჭავა უკვე მეორედ არღვევს კანონს - მამუკა ხაზარაძე
ბატონი კუჭავა უკვე მეორედ არღვევს კანონს - მამუკა ხაზარაძე

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა კანონს არღვევს, როდესაც ხმამაღლა აცხადებს, თუ ვის მისცა ხმა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კოალიცია, სამომავლო რეფორმები და განვითარება აირჩია.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიგრძნოთ ის პასუხისმგებლობა, რა გამოწვევების წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. ბატონი კუჭავასგან განსხვავებით, რომელმაც უკვე მეორეჯერ დაარღვია კანონი და სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ასე ღიად უგულებელყოფს ჩვენს კანონმდებლობას და მისგან განსხვავებით მე, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ კონკრეტულად ვინ შემოვხაზე, მაგრამ მივეცი ხმა ცვლილებებს, კოალიციას, ხვალინდელ რეფორმებსა და განვითარებას", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system