თავში

ბესელია ოხანაშვილს: ბატონო ანრი, მიკვირს პირბადე, რომ არ გიკეთიათ 

ბესელია ოხანაშვილს: ბატონო ანრი, მიკვირს პირბადე, რომ არ გიკეთიათ 
ბესელია ოხანაშვილს: ბატონო ანრი, მიკვირს პირბადე, რომ არ გიკეთიათ 

ბატონო ანრი, ისეთი დრამატიზმით საუბრობდით პირბადის აუცილებლობაზე, მიკვირს ახლა პირბადე რომ არ გიკეთიათ, - ასე მიმართა ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს სესიაზე. 

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომლის თანახმადაც, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ COVID-19-თან ბრძოლაში, პრევენცია აუცილებელია

„ბატონო ანრი, ისეთი დრამატიზმით საუბრობდით პირბადის აუცილებლობასა და საჭიროებაზე და იმდენად სასიცოცხლო მნიშვნელობა მიანიჭეთ მას COVID-19-ის დამარცხების პროცესში, მე მიკვირს ახლა პირბადე , რომ არ გიკეთიათ და ისე არ საუბრობთ. მე ახლა მოვიხსენი, შიგადაშიგ ვიხსნი ხოლმე და მეც მეხება ეს, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ესაა ერთადერთი გადამრჩენელი COVID-19-ისგან, რომ თავი დავიცვათ, თუმცა ვეთანხმები, რომ პრევენციისთვის საჭიროა. რადგან თქვენ ასეთი კანონპროექტის ავტორი ხართ და მიიჩნევთ, რომ ამაზეა დამოკიდებული ამ პანდემიის დამარცხება, მართლა მიკვირს რომ არ გიკეთიათ, ისიც მიკვირს სოციალურ დისტანციას ამ დარბაზში, სადაც 100-ზე მეტი დეპუტატი იკრიბება, რატომ ვერ და არ ვიცავთ. ფაქტია, რომ არ ვიცავთ“, - აღნიშნა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის − 500 ლარით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system