თავში

ბევრს ეგონა, დაიბრუნებდნენ ასე ნანატრ "პალაჟენიას" - ჩერგოლეიშვილი

ბევრს ეგონა, დაიბრუნებდნენ ასე ნანატრ "პალაჟენიას" - ჩერგოლეიშვილი
ბევრს ეგონა, დაიბრუნებდნენ ასე ნანატრ პალაჟენიას - ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი და რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილის, ედუარდ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმაურება.

"მე ვეთანხმები ედუარდ სააკაშვილის დაკვირვებას და მეც მიმაჩნია, რომ მიშა ოპოზიციაში ბევრს საკუთარი წონის გასაზრდელად და საკუთარი მიზნების მისაღწევად სჭირდება და მას, როგორც ადამიანს არ ხედავს.

ბევრს მართლა ეგონა, რომ სააკაშვილის გამოჩენაზე ბიძინა კანკალს დაიწყებდა, გაიქცეოდა და ისინიც დაიბრუნებდნენ ასე ნანატრ "პალაჟენიას". ამან გამოიწვია ბევრი უბედურება - მიშას უნარების მითოლოგიზაციის ჩათვლით. ამან გამოიწვია არასწორი მოლოდინების გაჩენაც. მიშა რომ თავის შვილს არ ეთანხმება, ეგ გასაგებია - მიშა ზოგადად უარს ამბობს რეალობის დანახვაზე და ურჩევნია იმ ილუზიებში იყოს, რაც მას სიამოვნებს. ურჩევნია ეგონოს, რომ ეს ხალხი მას ეთაყვანება," -  წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system