თავში

ბეჟაშვილი: სამწუხაროა, რომ ვაშაძემ და მისმა გუნდმა დაარღვიეს გაერთიანებულ ოპოზიციაში ერთობა

ბეჟაშვილი: სამწუხაროა, რომ ვაშაძემ და მისმა გუნდმა დაარღვიეს გაერთიანებულ ოპოზიციაში ერთობა
ბეჟაშვილი: სამწუხაროა, რომ ვაშაძემ და მისმა გუნდმა დაარღვიეს გაერთიანებულ ოპოზიციაში ერთობა

"სამწუხაროა, რომ გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა დაარღვიეს გაერთიანებულ ოპოზიციაში ერთობა და თავად გამოვიდნენ ამ ერთობის დამრღვევებად აბსოლუტურად არარელევანტური მიზეზის გამო, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდიდატის სავალდებულო დასახელება ყოფილიყო მისი სახით,"- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჯაშვილმა განაცხადა.

"შესაბამისად, კვოტები - დაახლოებით 10 მანდატი მოითხოვა პარტიულ სიაში და ჩვენთვის ეს მიუღებელი იყო, რადგან მთავარი არის ახლა ამ არჩევნების დროს ვკონცენტრირდეთ ამომრჩევლის პრობლემებზე და არა თანამდებობების გადანაწილებაზე. საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანის კანდიდატურის წარდგენა მოხდა ამ ჯგუფის მიერ ისე, რომ ეს შეთანხმებული არ ყოფილა არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან. გაუმართლებლად მიგვაჩნია 2%-იანი პოლიტიკური ძალის მხრიდან 2 მაჟორიტარი კანდიდატის არსებობა თბილისში, ამიტომ ბევრი არგუმენტია ამ საკითხის ხელახლა წამოსაწევად," - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system