თავში

ბობოხიძე: "ქართული ოცნება" მაგონებს კაცს, რომელიც ადიდებულ მდინარეს მიაქვს

ბობოხიძე: "ქართული ოცნება" მაგონებს კაცს, რომელიც ადიდებულ მდინარეს მიაქვს
ბობოხიძე: ქართული ოცნება მაგონებს კაცს, რომელიც ადიდებულ მდინარეს მიაქვს

"ქართული ოცნება" მაგონებს კაცს, რომელიც ადიდებულ მდინარეს მიაქვს და უბრალოდ მიყვება მდინარეს, მაგრამ თან გაიძახის, რომ ვცურავო",- ამის შესახებ "ევროპული საქათველოს" წევრმა კაკო ბობოხიძემ განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, ისინი პლენარულ სხდომას დაესწრებიან თუ "ქართულ ოცნებას", საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დასამტკიცებლად ხმები არ ეყოფა, ამისთვის კი "ქართულმა ოცნებამ" შეთანხმება უნდა შეასრულოს.

"ქართულ ოცნებას" წაკითხულისგან შინაარსის გამოტანა რომ უჭირს, ახალი არ არის. მე მინდა დავანახო ადამიანებს, რომ „ოცნებას“ სხვა გზა, გარდა ამ საკითხის მიღებისა არ აქვს და ეს არ არის მათი გადაწყეტილება, ანუ მათი პოზირება, რომ ჩვენ ეს გაგვაქვს ეს არის მხოლოდ იძულება იმ ადამიანის, რომელსაც სხვა გზა არ აქვს დარჩენილი და არა მათი კეთილი ნება. "ქართული ოცნება" მე მაგონებს კაცს, რომელიც ძალიან ადიდებულ მდინარეს მიაქვს და რომელიც გაიძახის ვცურავო. „ქართულ ოცნებას“ შანსიც არ დარჩა, რომ ეს საკითხი ჩააგდოს, რომც ჩააგდოს ამ საკითხის გატანას "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" 28 წევრი, შეთანხმების დაცვის ფასად უზრუნველყოფს. სხდომას რა თქმა უნდა, დავესწრებით თუ „ქართული ოცნებას“ ხმები არ ყოფნის საკითხის გასატანად, ოღონდ ამისთვის უნდა შესრულდეს პირობა და "ქართულმა ოცნებამ" ან უნდა შეასრულოს პირობა და ამით უზრუნველყოს საკითხის გატანა ან დამოუკიდებლად უნდა უზრუნველყოს საკითხის გატანა“, - განაცხადა ბობოხიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system